вторник, 12 мая 2009 г.

ჩვენი თვალით დანახული ომი



ომს თავისი კანონები აქვს. ომის კანონების მიხედვით საომარი მოქმედებების დაწყებას წინ უნდა უსწრებდეს ომის მოტივირებული გამოცხადება. აკრძალულია ქიმიური და ბაქტერიოლოგიური იარიაღის, აგრეთვე ასეთივე ჭურგების და ნივთიერების გამოყენება. დაუშვებელია ტყვედ ჩავარდნილის მოკვლა, დამცირება, წამება და სხვა ასეთი. საომარი მოქმედება უნდა ხდებოდეს შეიარაღებულ მხარეთა შორის და მშვიდობიან მოსახლეობაზე არ უნდა ვრცელდებოდეს. ასევე არ უნდა ისჯებოდნენ ტყვედ ჩავარდნილი დაქირავებული რაზმები. აკრძალულია თავდასხმა ჰოსპიტალებზე, დაჭრილებზე, ავადმყოფებზე, სანიტარულ გემზე, მატარებელზე და იმ რეგიონზე, რომელიც ნეიტრალურ ზონად არის გამოცხადებული. ომის კანონები ითვალისწინებს აგრეთვე ომის შეწყვეტის ფორმებს(დაზავება, კაპიტულაცია, საზავო ხელშეკრულება) იურიდიული შედეგებითურთ.
ომის მომზადება, დაგეგმვა, გაჩაღება და მასში მონაწილეობა დანაშაულია მშვიდობის წინააღმდეგ. ამ დროს ამასთანავე ხდება ყოველგვარი საერთაშორისო სამართლის ფეხქვეშ გათელვა და ადამიანის უფლებათა დარღვევა, რომელშიც შედის მათი დახოცვა, ტყვეობა, წამება, მიწების მიტაცება, დამცირება, კერძო საკუთრების ძალადობით ჩამორთმევა, მონური შრომა, დევნა პოლიტიკური, რელიგიური, რასობრივი და სხვა ნიშნით.
დამნაშავეთა საერთაშორისო სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობა საერთაშორისო სამართალში დამკვიდრდა II მსოფლიო ომთან 1939-1945წწ. დაკავშირებით. არსებობს მრავალი საერთაშორისო სამართლის ნორმები, რომელთა მეშვეობით და ხელშეკრულებით ხორციელდება ან უნდა ხორციელდებოდეს ომის დამნაშავეთა მიმართ დამსჯელი ზომები.







* * *

დღეს საქართველოს წყდება ბედი,
დღეს სამგლოვიარო ზარები რეკენ…
დღეს ხომ რუსებმა აიღეს ხელი
და დაანგრიეს ოცნება ჩვენი.


მარიამ ბულკაშვილი





* * *
ჩვენს გულებში იმედია
დიდი გადარჩენის,
ვერ დაგვაკლებს ვერაფერს
ვიცი ჩვენ ეს მტერი!


თეონა ქერდიყოშვილი




* * *
მე არ მინახავს ასეთი რამე:
კაცი კაცს კლავდეს და თან ქრისტიანს
რა დააშავა სამშობლომ ჩემმა?
ნუთუ ის რომ წმინდაა მუდამ?!

თეონა ქერდიყოშვილი





* * *
ტანკები, თოფები, ჭურვები,
აღარ დაგვზოგა მტერმა.
ჩემი სამშობლო ბედკრული
ააწიოკა ხელად.
მაგრამ ქართველთა გულებში
იმედი არ ჩაქრება,
რომ მომავალი სამშობლოს,
გაბრწყინებული გვხვდება.

მარიამ ბულკაშვილი


ვედრება
გთხოვ, შეისმინო ვედრება ჩემი;
უფალო, ყოვლის შემქმნელო ქვეყნად,
მოგვეც მშვიდობა და აგვაცილე
ომის შედეგად დამდგარი სევდა.
გთხოვ, გაგვითენე მშვიდობიანი დილა მარადის
და ყოველ დილას ჩაანაცვლე ღამე მშვიდობის.
გთხოვ, ნურასოდეს ნუ დაიღვრება
ქართულ მიწაზე სისხლი ვაჟკაცის.
ნუ ატირდება ქართველი დედა,
ნუ დაობლდება ქართველი ბავშვი,
ნუ დაიხრება ქართული დროშა,
ნუ დაიშლება მიწა ქართველის!


რატი კარელიძე